LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე წელს კორონავირუსით გარდაცვლილთა 99.7 პროცენტი აუცრელია: ამირან გამყრელიძე

112
publika.ge-12-000-2-000-5e679720a86a5

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე წელს კორონავირუსით გარდაცვალილთა 99.7% აუცრელია. 

მისი განმარტებით, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, ამავე მონაცემების თანახმად აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩნებელი 0,3%, ხოლო ორჯერ აცრილებში 0.9%-ია.

“სრულად აცრილებში დაახლოებით 15-ჯერადი განსხვავებაა, ანუ 15-ჯერადობით იცავს. ანუ 1000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი, შეიძლება დაიღუპოს ერთი. მაშინ, როცა 1000 აუცრელ ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდი ალბათობა დაღუპვის არის 15. 15-ჯერადი განსხვავებაა. ამიტომ, დაცვას აცრისას აქვს ძალიან სერიოზული საფუძველი და ამიტომ, კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ აცრები ერთ-ერთი მთავარია, რაც დღეს ჩვენს მოსახლეობას დაიცავს ეპიდემიის შემდგომი გაუარესებისგან და სავალალო გამოსავლისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.