LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე კვირის ბოლომდე ჩინურ „სინოვაკზე“ რეგისტრაცია დაიწყება, ხოლო მომდევნო კვირიდან მსურველებს აცრის შესაძლებლობა ექნებათ: თამარ გაბუნია

126
თამარ გაბუნია

მიმდინარე კვირის ბოლომდე ჩინურ „სინოვაკზე“ რეგისტრაცია დაიწყება და უკვე მომდევნო კვირიდან, აღნიშნული ვაქცინით დაინტერესებულ მოქალაქეებს აცრის შესაძლებლობა ექნებათ,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის საბჭო მხარს უჭერს „სინოვაკის“ გამოყენებას მანამდე, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილება იქნება. როგორც თამარ გაბუნიამ თქვა, საქართველომ „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა მიიღო.

“ვაქცინაციის საბჭო მხარს უჭერს „სინოვაკის“ გამოყენებას მანამდე, სანამ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან ამ ეტაპზე უკვე არსებობს ჯანმო-ს ექსპერტების სტრატეგიული ჯგუფის წინასწარი დადებითი დასკვნა.

შუალედური დასკვნის შედეგები „სინოვაკისთვის“ არის ძალიან კარგი და ასევე, ისიც ცნობილია, რომ ევროპის მარეგულირებელმაც დაიწყო „სინოვაკის“ შესწავლა იმისთვის, რომ  მისი აკრედიტაციისა და აღიარების საკითხი ევროპაში განიხილოს.

ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ რეგისტრაცია „სინოვაკზე“ კვირის ბოლომდე დაიწყება და უკვე მომდევნო კვირიდან დაინტერესებულ მოქალაქეებს„სინოვაკის“ მიღების შესაძლებლობა ექნებათ. „სინოვაკი“ 20-ზე მეტ ქვეყანაშია ავტორიზებული და 10 მილიონი ადამიანია აცრილი, მათ შორის, აზერბაიჯანსა და თურქეთში,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები