საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან რეგულარული ფრენების განრიგები დაამტკიცა.
სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტიდან 2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე (მარტის ბოლო კვირიდან ოქტომბრის ბოლო შაბათამდე, IATA) საავიაციო მიმოსვლა განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: ათენი, ალმა-ატა, ამსტერდამი, ასტანა, აქტაუ, ბარსელონა, ბაქო, ბაჰრეინი, ბოლონია, ბრატისლავა, ბრიუსელი, ბერლინი, დოჰა, დუბაი, ეკატერინბურგი, ელ-ქუვეითი, ერევანი, ვარშავა, ვენა, თეირანი, თელ-ავივი, კიევი, კრასნოდარი, კიოლნი, ლონდონი, მასკატი, მინსკი, მიუნხენი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, ოდესა, პარიზი, პეკინი-ურუმჩი, პრაღა, ჟუკოვსკი, რიგა, რიადი, როსტოვი, სალონიკი, სოჭი, სანქტ-პეტერბურგი, სტამბული, ყაზანი, შარმ ელ შეიხი, შარჟა, ჯედა, ჰერაკლიონი, ჰურგადა.
ამავე პერიოდში ანუ, 2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე (მარტის ბოლო კვირიდან ოქტომბრის ბოლო შაბათამდე, IATA) ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული საავიაციო მიმოსვლა განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: ათენი, ბარსელონა, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვარშავა, ვილნიუსი, ვროცლავი, დორტმუნდი, დუბაი, კატოვიცე, ლარნაკა, ლონდონი, მემინგენი, მოსკოვი, მილანი, პარიზი, პრაღა, რიგა, რომი, სალონიკი.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2018 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე (მარტის ბოლო კვირიდან ოქტომბრის ბოლო შაბათამდე, IATA) რეგულარული საავიაციო მიმოსვლა განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: აქტაუ, დუბაი, ეკატერინბურგი, ზაპოროჟიე, თელ-ავივი, კიევი, ლვოვი, მინსკი, მოსკოვი, ოდესა, როსტოვი, სანქტ-პეტერბურგი, სტამბული, შარჟა, ჩერეპოვეცი.