LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმართულებები, რომლითაც არაბი ბიზნესმენები დაინტერესდნენ

121

არაბი ინვესტორები საქართველოში ახალი პროექტების განხორციელებით არიან დაინტერესებული. როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა განუცხადა, არაბი ბიზნესმენები საქართველოში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავენ.

”მიმდინარეობს შესწავლის პერიოდი. ამის გამო, ჩვენ კონფიდენციალობას ვიცავთ, რადგან თავად ინვესტორის სურვილია, რომ სანამ პროექტი ბოლომდე არ მივა და ოფიციალურად არ გაცხადდება, მანამდე ინფორმაცია არ გავრცელდეს. ინტერესი ძალიან მაღალია და, ვფიქრობ, ინვესტიციების მოცულობა უფროდაუფრო გაიზრდება”, – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით ინტერესი საკმაოდ დიდია.

”ჩვენ არაერთ მიმართულებაზე ვმუშაობთ. გასულ თვეს დუბაიში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საინვესტიციო ფორუმზე საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტუმარი იყოს. ეს სწორედ იმან განაპირობა, რომ საქართველოსადმი ინტერესი ძალიან მაღალია. ის არაბული კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ, საკმაოდ წარმატებულები და კმაყოფილები არიან. ამიტომ ძალიან პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება ხდება”, – განმარტა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება სექტორებს, რომლებითაც არაბი ინვესტორები არიან დაინტერესებულები, ბოჭორიშვილის ინფორმაციით, უძრავი ქონების სექტორი, ტურიზმის მიმართულებით, სასტუმროები და სოფლის მეურნეობა მათი ინტერესის ყველაზე გამოკვეთილი სფეროებია.