LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მილკო ფუდმა” საბავშვო ბაღების რძის პროდუქტებით მომარაგების ტენდერი მოიგო

475

რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ  „მილკო ფუდი“ თბილისის სახელმწიფო საბავშვო ბაღების თავისი პროდუქტით მომარაგება დაიწყო.  როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”მილკო ფუდმა”  მოიგო სახელმწიფო ტენდერი, რომელიც თბილისში მდებარე ყველა ბაღში რძის პროდუქტების შეტანას გულისხმობს.

”სულ დედაქალაქში 162 სახელმწიფო ბაღია რეგისტრირებული. ბაღებში „მილკო ფუდს“  ოთხი სახის პროდუქტი შეაქვს: მაწონი, ხაჭო, არაჟანი და იოგურტი. ყველა ეს პროდუქტი არის რძის ნაღებზე დამზადებული ნატურალური პროდუქტი. ხელშეკრულება ბაღებთან 6 თვის ვადით არის გაფორმებული და თანამშრომლობა მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება”, – განმარტეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, თუ თანამშრომლობით ორივე მხარე კმაყოფილი იქნება, კომპანია მომავალ ტენდერებშიც მიიღებს მონაწილეობას და ეცდება კიდევ უფრო გაუმჯობესებული მომსახურება  და პირობები შესთავაზოს თბილისის ბაღებს.

ცნობისთვის, „მილკო ფუდისთვის“ ეს არის ბაღებთან თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტი, თუმცა კომპანია უკვე დიდი ხანია  თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან და თავისი პროდუქციიით ქართულ ჯარს ამარაგებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები