LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონიან კუს ტბის საბაგიროს სრულად გამოცვლიან – ხვალიდან ეს გზა ჩერდება

451
sabagiro

კუს ტბის საბაგირო გზა, გადაუდებელი ტექნიკურის სამუშაოების გამო, 18 ივლისიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. 

გეგმიური შემოწმების შედეგად, დაიგეგმა მისი სრულად გამოცვლა, „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად. 

მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საბაგირო გზის ექსპლუატაცია შეჩერდება აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე.

კუს ტბის რეაბილიტირებული საბაგირო 7-წლიანი პაუზის შემდეგ, ოფიციალურად 2017 წლის 12 ოქტომბერს გაიხსნა.

საბაგიროს მეშვეობით, ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთშია შესაძლებელი. თითო გონდოლით ერთდროულად 10-12 ადამიანის მგზავრობააა შესაძლებელი, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელი. გონდოლები შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ადაპტირებულია.

ველოსიპედის მოყვარულთათვის კი სპეციალური ველოსაკიდებია დამონტაჟებული.

საბაგიროს რეაბილიტაციაზე ორი წლის წინ, 1 100 000 ლარი დაიხარჯა. გონდოლები კაპიტალურად გარემონტდა, თუმცა ძველი იერსახე შეუნარჩუნდა. ასევე, სრულად გამოიცვალა ბაგირი და დამონტაჟდა თანამედროვე მართვის სისტემა. 

დავით ნარმანია კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაციის სამუშაოებზე – 2017 წელი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები