გასულ წელს საფრანგეთი 12 000-მა მილიონერმა დატოვა, მიზეზი კი ქვეყანაში შექმნილი რელიგიური დაძაბულობაა. ამის შესახებ ნათქვამია New World Wealth-ის თებერვლის აგნარიშში, რომელიც მდიდარი ადამიანების მიგრაციის მონიტორინგს დაეთმო.
ქვეყნის დიდ ქალაქებში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო ნათლად იგრნობა. ვარაუდობენ, რომ უახლოეს ათწლეულში მილიონერების მიგრაცია კიდევ უფრო დაჩქარდება.
„მონიტორინგის თანახმად, სხვა ევროპული ქვეყნებიც, სადაც იზრდება რელიგიური დაპირისპირების შემთხვევები, როგორიცაა – ბელგია, გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია და შვედეი, ასევე მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში უარყოფითად განვითარდეს მოვლენები,“ -აღნიშნულია ანგარიშში.