LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკის პირადი ბედნიერება – “ორი შვილი გვყავს, მაგრამ ეს ზღვარი არაა, მე და ოლენა საკმაოდ ახალგაზრდები ვართ”

1799
ელენა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მისი სიცოცხლე საფრთხეშია, მაგრამ ის არ ტოვებს უკრაინის დედაქალაქს.

ბოლო დღეებში მის შესახებ მსოფლიო პრესაში ბევრი იწერება.

აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ქონება 2018 წელს დაახლოებით 37 მილიონი გრივნას (დაახლოებით 1,5 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენდა.

საინტერესოა, როგორია მილიონერი პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პირადი ცხოვრება.

პრეზიდენტი დაოჯახებულია ოლენა ზელენსკაზე, რომელზეც 2003 წელს იქორწინა.

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა მეუღლე ოლენა სკოლაში გაიცნო. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ და პარალელურ კლასები იყვნენ.

ოლენას აქვს იურიდიული დიპლომი. წყვილი დაქორწინდა მათი შეხვედრიდან შვიდი წლის შემდეგ.

ინტერვიუებში ვოლოდიმირი ხშირად ამბობს, რომ ოჯახი მას ენერგიას აძლევს, თუმცა ის მათ იშვიათად ნახულობს.

 

 

ვოლოდიმირსა  და ოლენა ზელენსკის ჯერ მხოლოდ ორი შვილი ჰყავთ, მაგრამ პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს ზღვარი არ არის, ის და მისი მეუღლე ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა არიან და ოჯახის შევსებას აპირებენ.

ალექსანდრეს ქალიშვილი ზელენსკის 2004 წელს, ივლისის შუა რიცხვებში შეეძინა. გოგონა არის ძალიან არტისტული, 10 წლის ასაკში მან უკვე ითამაშა ფილმებში მამასთან ერთად, ითამაშა მთავარი გმირის ქალიშვილის როლი ფილმში “8 ახალი პაემანი”.

 

 

გარდა ამისა, საშა იყო საბავშვო შოუს “გააცინე კომიკოსის” მონაწილე და გახდა კიდეც  მისი გამარჯვებული, სადაც  50 ათასი გრივნა მოიგო.

 

 

უმცროსი ძმა კირილი  2013 წლის იანვარში დაიბადა. ალექსანდრა პირველი დღეებიდანვე აქტიურად მონაწილეობდა ძმის აღზრდაში. იგი დედას ეხმარებოდა, ისწავლა თავად როგორ შეეცვალა ბავშვის საფენები.

ალექსანდრემ თავად უთხრა მამამისს ზელენსკი უმცროსის მიღწევების შესახებ ტელეფონით, როდესაც ის სახლში არ იმყოფებოდა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირი იშვიათად არის სახლში, ის სამაგალითო მამა და მეოჯახეა – ასე ფიქრობენ ზელენსკის წყვილის მეგობრები და ისიც, იმ იშვიათ დღეებში, როდესაც  ახერხებს ოჯახთან ერთად რამდენიმე საათის გატარებას, ის ცდილობს, ასიამოვნოს შვილებს და მეუღლეს.

 

 

ასევე აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს  და სოციალურ ქსელში ვარჯიშის დროს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს.

 

 

წარმოშობით ებრაელი, ჰოლოკოსტის დროს დაღუპული წინაპრები და მშობლები, რომლებიც დღემდე ღარიბულად ცხოვრობენ – უცნობი ამბები პრეზიდენტ ზელენსკიზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები