ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილე 20 გუნდის სახელფასო ბიუჯეტები გამოაშკარავდა. ყველაზე მეტ თანხას ფეხბურთელების ხელფასებზე “ბარსელონა” ხარჯავს – წელიწადში 507 მილიონი ევრო.
მეორე ადგილზეა მადრიდის “რეალი”, რომელიც კატალონელებს 7 მილიონით ჩამორჩება (500 მილიონი).
მესამე პოზიცია უკავია მადრიდის “ატლეტიკოს” 238 მილიონი ევროთი.
ყველაზე ნაკლებ თანხას ფეხბურთელებზე “ხეტაფე” ხარჯავს – წელიწადში 29 მილიონ ევროს.