არგენტინაში საყოველთაო გაფიცვის გამო 590-ზე მეტი რეისი გადაიდო. ბუენოს აირესში და სხვა ქალაქებში პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. გაფიცვის მონაწილეები ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, გაფიცვის გამო 70 000-ზე მეტ მოქალაქეს შეეხო.
24 საათიანი აქციის გამო შეფერხებით მუშაობს არგენტინის დედაქალაქის აეროპორტი და სხვა ავიატერმინალებიც. გაფიცვის ორგანიზატორი არგენტინის უმსხვილესი პროფკავშირია.
პროფკავშირები მოითხოვენ, განახლდეს ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, რათა დასაქმებულთა ანაზღაურება შესაბამისობაში იყო 2018 წელს, არგენტინაში მოსალოდნელ 27%-იან ინფლაციასთან. აპრილსა და მაისში მომხდარი სავალუტო კრიზისის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არგენტინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სარეზერვო კრედიტის გამოყოფის შესახებ განაცხადა.
გაფიცვაში მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის ექიმები, პედაგოგები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პრეზიდენტ მაურუსიო მაკრის ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან.