გუშინ გამართული მილანური დერბი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მატჩი გახდა. ”მილანისა” და ”ინტერის” დაპირისპირებიდან, რომელიც ”ინტერის” გამარჯვებით 3:2 დასრულდა, კლუბებმა 4,8 მლნ ევრო მიიღეს.
ადრინდელი რეკორდი ”ინტერისა” და ”იუვენტუსის” შეხვედრას ეკუთვნოდა, რომელიც 2015 წელს გაიმართა. აღნიშნული მატჩიდან კლუბების მიღებულმა შემოსავალმა 3,7 მლნ ევროს მიაღწია.
მილანური დერბის მთავარი თავისებურება მისადმი არსებული საერთაშორისო ინტერესია. მადონინა უკვე დიდი ხანია იტალიის საზღვრებს გასცდა. მასზე დასასწრებად მილანში გულშემატკივარი უცხო ქვეყნებიდანაც დიდი რაოდენობით ჩადის. კომპანია StubHub-ის მონაცემებით, რომელიც ბილეთების რეალიზაციითაა დაკავებული, გუშინდელი მატჩის ბილეთების 10,8% ამერიკელმა, 8,8% – ბრიტანელმა, ხოლო 7,3% – ფრანგმა ფანებმა შეიძინეს.