LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანში მთელი გზის 35 კმ. ველოსიპედისტებს დაუთმეს

110
itlcklnnwsssswa

მილანს სურს, რომ ქუჩების დიდ ნაწილზე ველოსიპედისტებს და ფეხით მოსიარულეებს პრიორიტეტი მიენიჭოთ. ავტომობილებს კი მოუწევთ რომ შეძლებისდაგვარად შევიწროვდნენ. ახალი პროექტი საქალაქო გზის 35 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს და შეზღუდვაში რამდენიმე ცენტრალური ქუჩაც მოხვდა, სადაც უამრავი მაღაზია თუ ბუტიკია განთავსებული.

ქალაქის ხელისუფლების გეგმას – „ღია ქუჩები“ ეწოდება და მის ერთ ნაწილში სიჩქარის შეზღუდვაზეც არის საუბარი. განახლებულ ქუჩებზე ავტომობილებს გადაადგილება მხოლოდ 30 კმ/სთ-ით შეეძლებათ. ასევე, გაკეთდება ახალი ველოტრასები, ტროტუარების მოცულობა კი გაიზრდება.

მუშაობა უკვე დაწყებულია და 8 კილომეტრის სიგრძის ველოტრასას და რამდენიმე ახალ ტროტუარს თვის ბოლომდე გახსნიან. პროექტის ბოლომდე დამთავრება შემოდგომამდე იგეგმება.

მილანი უნდა გახდეს ეკოლოგიური ქალაქი, რომელიც არა ავტომფლობელების არამედ ველოსიპედისტების კომფორტზე იქნება მორგებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები