LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანში ის კაცი იპოვეს, რომელიც სტადიონზე 11 წლის წინ დაიკარგა

94

მილანში ის ფანი იპოვეს, რომელიც ”სან-რინოზე” 11 წლის წინ დაიკარგა.

ტუალეტში ერთმა ჩვეულებრივმა გასვლამ შვეიცარიელი პენსიონერის ცხოვრება კარდინალურად შეცვალა.

2004 წელს 71 წლის გულშემატკივარი მილანში ”ინტერის” წინააღმდეგ ”ბაზელის” თამაშის საყურებლად ჩავიდა. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე როლფ ბანტლიმ მეგობრები დატოვა და ტუალეტში წავიდა, დაბრუნების შემდეგ კი თანამგზავრები ვეღარ იპოვა. მას არ ჰქონდა მობილური და ჯიბეში მხოლოდ 20 ევრო ედო, რაც უკან დაბრუნებისთვის საკმარისი არ იყო. ბანტლიმ მილანში რამდენიმე დღით დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა ექსპერიმენტი 11 წელი გაგრძელდა.

როლფი მილანის რაიონში, ბაჯოში დასახლდა, სადაც სტუდენტებმა საკვები და საძილე ტომარა მისცეს. ბანტლიმ იტალიური ენა ისწავლა და მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა.

2015 წელს მან ხელი მოიტეხა და ექიმს მიმართა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მას არც დაზღვევა და არც იტალიის მოქალაქეობა არ ჰქონდა.

შვეიცარიის მთავრობამ ბანტლი შინ დააბრუნა. ”მე ათი წელი მეყო იმისთვის, რომ გამეგო რა მაგარია მილანი” – განაცხადა ნაპოვნმა გულშემატკივარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები