LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანის პოლიციამ მაფიოზური Ferrari 458 თავისთვის დაიტოვა

43

მილანის პოლიციამ 570 ცხენის ძალიანი სუპერქარის Ferrari 458 Spider-ის კონფისკაცია მოახდინა, რომელიც მაფიის საკუთრება იყო. ავტომობილი მაფიას სექტემბერში ჩამოაერთვა, შემდეგ კი კომპანია Carrozzeria Marazzi di Caronno Pertusella-ს გადაეცა, რომელიც ამ დრომდე ორ კარიან მოდელს საპოლიციოდ ამზადებდა.

პოლიციაში აღნიშნეს, რომ სუპერქარზე მხოლოდ 53,76 ევრო დახარჯეს, თანხა ავტომობილის რეგისტრაციას დასჭირდა. ავტომობილს ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებში იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ჩამორთმეული Ferrari არ არის,რ ომელიც მილანის პოლიციაში ”მსახურობს”, მანამდე ასეთივე გზით პოლიციაში 29 ავტომობილი აღმოჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები