LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანი – რჩევები მილანში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

155

მილანი – თანამედროვე ქალაქია. თითქოს აქ უფრო მეტი მოძრაობაა, მეტი სტილია. ბევრი თანხმდება, რომ მილანსა და დანარჩენ იტალიას შორის ისეთივე სხვაობაა, როგორც ნიუ-იორკსა და აშშ-ს შორის. თუმცა ისეც არ უნდა იფიქროთ, რომ მილანი მოფუსფუსე მეგაპოლისია: ის საკმაოდ ლამაზია, მწვანე და თავისებურად დამახასიათებელი. თუმცა ბევრი იტალიური ქალაქისგან განსხვავებით ის თავიდანვე არ იხსნება: აქ ცოტა მეტი დროის გატარებაა საჭირო, უნდა გამოიკვლიო, შეისწავლო, დააგემოვნო…

 

ტოპ 10 ადგილი, რომელიც მილანში უნდა ნახოთ

თუ მილანში მარტო იმიტომ მიდიხართ, რომ ეს მოდისა და ფინანსური ცენტრია, ბევრ საინტერესოს გამოტოვებთ. ამ ქალაქს მდიდარი და ძველი ისტორია აქვს და ხელოვნების ნაწარმოებებითა და არქიტექტურული შედევრებითაა სავსე.

 

მილანის ტაძარი

ეს გოთიკური ნაგებობა ქალაქის სიმბოლო და ერთ-ერთი სამშვენისია. ტაძარი გარედანაც მშვენიერია და შიგნიდანაც.

თაღები, კოლონები, ქანდაკებები, მდიდრული მოხატულობა – დუომოს მოკაზმულობას თვალს ვერ მოსწყვეტთ. მარტო ულამაზესი ვიტრაჟები რად ღირს, ყველაზე ძველი 500 წლისაა.

დუომო ღიაა ყოველდღე 9:00-დან 18:00 სთ-მდე (12:00-14:30 – შესვენებაა). შესვლა თავისუფალია.

 

სფორცას ციხესიმაგრე

ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ციხესიმაგრე XV საუკუნეში ააგეს მილანელი ჰერცოგების რეზიდენციად. დღეს კარი ყველასთვის ღიაა, სადაც არა მარტო წარჩინებულთა ყოფაზე შეიტყობთ, არამედ ცნობილი იტალიელების ხელოვნების ნიმუშებსაც იხილავთ.

15 ევროდ მუზეუმებსაც ნახავთ, გალერეებსაც და ლეონარდო და ვინჩის ცალკე გამოყოფილ დარბაზსაც (პირადად აფორმებდა ციხესიმაგრეს).
აი პარასკევობით, 14:00 საათის შემდეგ მუზეუმი ყველასთვის უფასოა.

სასახლემდე მიხვალთ №1, 2, 4, 12, 14, 19 ტრამვაით ან №18, 37, 50, 58, 61, 94 ავტობუსით.

 

პინაკოთეკა ბრერა

იტალიელი (და არა მარტო) ოსტატების შედევრების გასაცნობად საუკეთესო ადგილი ბრერას სურათების გალერეაა – მილანის უმსხვილესი მუზეუმი.

ვან დეიკი, ელ გრეკო, გოია, რემბრანდტი, კარავაჯო – სახელები თავისით ყველაფერზე მეტყველებს.

პინაკოთეკა Via Brera, 28 მდებარეობს, სადაც № 61 და 97 ავტობუსით მიხვალთ.
ფასი: 10 ევრო.

 

კვარტალი ბრერა

აქ შთაბეჭდილებებისთვის უნდა წახვიდეთ. მას განუმეორებელი კოლორიტი აქვს. ისე, მკითხავებიც ბლომად არიან.


ბრერას პლუსია საფეხმავლო ზონა. ასე რომ, მინიმალური ტრანსპორტი (მხოლოდ იქ მაცხოვრებლებს უშვებენ) და მაქსიმალური თავისუფლება. აქ საუკეთესო ფოტოები გარანტირებულია.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები