ცნობილი ხდება ის ქალაქები, სადაც პირველ ეტაპზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “რაინერარი” საქართველოდან იფრენს.
პირველ ეტაპზე Ryanair თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს.
ხელმოწერის ცერემონია დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგება.
რაინეარი შემოდის - დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თბილისიდან და ქუთაისიდან იფრენს
ინფორმაცია ერთ-ერთმა ოფიციალურმა გვერდმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა, თუმცა ის მალევე წაიშალა.
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება. ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე გაიმართება, რა დროსაც უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი. ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრება.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.