LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორის წინაშე მდგარი პრობლემები პრეზიდენტის მრჩეველთან განიხილეს

101

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის დირექტორს და გამგეობის წევრებს შეხვდა.

როგორც “ფორტუნას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს,  მაია მელიქიძე იმ პრობლემებს გაეცნო, რომელიც სექტორის წინაშე დგას და რომელსაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველდღიურ მუშაობაში აწყდებიან.
როგორც მაია მელიქიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ მიკროსაფინანსო სექტორი სოფლის მეურნეობის სფეროს ერთ-ერთი ძირითადი დამკრედიტებელია და მეტწილად განაპირობებს აღნიშნული, უმნიშვნელოვანესი სექტორის განვითარებას, მით უფრო, რომ დასაქმებულთა 50 პროცენტზე მეტი სოფლის მეუნეობაზე მოდის, თავად მიკროსაფინანსო სექტორის სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანია.
„იმისათვის, რომ შენარჩუნდეს სექტორის სტაბილურობა, გავეცანით იმ პრობლემატიკას, რომელიც მათ წინაშე დგას და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად სიღრმისეულად შევისწავლოთ და განვიხილოთ ყველა საკითხი, რაც მათ აწუხებთ, რათა დროულად მოხერხდეს პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, მიკროსაფინანსო სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების აუცილებლობასაც.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები