LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

98

ზესტაფონში სამგზავრო მიკროავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მიკროავტობუსის მძღოლია. ო.

გარდაცვლილის მეუღლე, რომელიც მიკროავტობუსში იმყოფებოდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მას ფეხი აქვს მოტეხილი.

ზესტაფონში, სოფელ სვირთან, მატარებელი ავტობუსს 16 მარტს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა, ჩაკეტილ შლაგბაუმს შეეჯახა და ლიანდაგებზე გადავიდა, ამის შემდეგ კი გაჩერებულ მიკროავტობუსს მატარებელი დაეჯახა.

შემთხვევას მსხვერპლი ამ დრომდე არ ჰყავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები