მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, ქუთაისი-ხონის გზაზე ამობრუნდა.
როგორც “ფორტუნას” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულია 10-მდე სამხედრო. ისინი მსუბუქი დაზიანებით ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და ჩხობაძის კლინიკაში გადაიყვანეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომლის შემდეგაც სავალ გზაზე გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევა 08:00 საათზე მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 176-ე მუხლით აღიძრა.