LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკროავტობუსების უმრავლესობა მგზავრთა სიცოცხლისთვის სახიფათოა – შემაშფოთებელი კვლევა

23

საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების უმრავლესობა მგზავრთა სიცოცხლისთვის სახიფათოა. კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრმა და ფონდმა საგზაო უსაფრთხოებისთვის მიკროავტობუსებში კვლევა ჩაატარა. თითქმის ყველა მიმართულებით, საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებში, ფარული მონიტორების საშუალებით  მწვავე დარღვევები აღმოაჩინეს. მონიტორების ინფორმაციით, მძღოლები სატრანსპორტო საშუალებას აგრესიული მანევრირებით მართავენ, კვეთენ ღერძულა ხაზს, საჭესთან ჯდომის დროს ეწევიან სიგარეტს, არ უკეთიათ ღვედი, საუბრობენ ტელეფონზე, აგზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს.

ამასთან, მიკროავტობუსები არ აკმაყოფილებენ ტექნიკურ სტანდარტებს, ჩამტვრეულია ფანჯრების შუშები, ჩამატებულია დასაშვებზე მეტი სკამი და ა.შ.

კვლევითი ორგანიზაციები პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ, დაიწყონ ფარული მონიტორების პროგრამა, მონიტორები მიკროავტობუსებს დაემგზავრებიან და ამასთან, მძღოლს ეცოდინება, რომ აკვირდებიან. ორგანიზაციების მტკიცებით, პროგრამა ძვირადღირებული არ იქნება.

მათივე ინფორმაციით, პრობლემას ქმნიან ე.წ. „ხიშნიკები“(დაურეგისტრირებელი მიკროავტობუსები, უმეტესად – მინივენები), რომლებსაც მგზავრები გადაჰყავთ ნაკლებ ფასად, ვიდრე დარეგისტრირებულ მიკროავტობუსებს და ამით არათანაბარ კონკურენტულ პირობებში აყენებენ დარეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებს.

სავალალო მდგომარეობაა თბილისში არსებულ ავტოსადგურებშიც – კვლევაში აღნიშნულია, რომ სადგურების უმეტესობა არასწორად არის დაგეგმარებული და ქალაქში მოძრაობას აფერხებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები