სამხრეთ მიკოლაევის რეგიონში დაბომბვა გრძელდება – ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ტელეგრამზე ვრცელდება.
მიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ვიტალი კიმის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულ საჰაერო იერიშებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაიბომბა ქალაქ ბაშტანკას ადმინისტრაციული შენობა, ამბულატორია, სტადიონი და რაიონის საკრებულო.
მიკოლაევის რეგიონში 3 700-ზე მეტი შენობაა დაზიანებული ან განადგურებული.