9 წლის დათი ქოქრაშვილი, რომლის ამბავმა გასულ წელს მთელი საქართველო შეძრა, ხანგრძლივი მკურნალობის კურსისა და არაერთი ოპერაციის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს.
როგორ გაუმკლავდა 8 წლის ბავშვი მანქანის დარტყმით მიღებულ ტრავმებს – ამაზე დათი ქოქრაშვილის დედამ „ფორმულას“ გადაცემაში „ნამდვილი ამბავი“ ისაუბრა და ხალხს თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„დათი თვითონაც მიხვდა, რომ ფეხში არ არის ბედნიერება. რეაბილიტაციის პერიოდი გერმანიაში გავიარეთ, ავარჯიშებდნენ. უკვე როდესაც ფეხზე შეძლო დადგომა, თვითონაც სხვანაირად განეწყო, თითქოს დეპრესიაც მოეხსნა. ჯერ პირველი სიხარული იყო ის, რომ დავჯექით, საოცარი განცდა იყო, ბავშვმა იტირა, ახლა მივხვდი, რას ნიშნავს სიხარულის ცრემლებიო. მერე უკვე ფეხზე რომ დადგა, ეს კიდევ უფრო დიდი სიხარულის მომტანი იყო დათიკოსთვის.
შემდეგ დამზადდა პროთეზი, თუმცა ვერ ვხმარობთ, ძალიან მძიმეა, მტკივნეულია ამის ჩაცმაც კი. ახლა ამერიკაში წასვლას ვგეგმავთ, გვინდა იქ სპეციალისტებს ვაჩვენოთ ეს პროთეზი, იქნებ რაღაც უკეთესი ვარიანტი შემოგვთავაზონ და შეგვიცვალონ.
ეს გზა, რაც გავიარეთ, ურთულესი იყო. ფსიქოლოგიური ჩავარდნები გვაქვს ხოლმე, მაგრამ მე სულ ვეუბნები, რომ ასე არ შეიძლება, ხომ არ გინდა მთელი ცხოვრება ეტლში იჯდე, ხომ უნდა ადგეს.. აღარ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ მაინც და მაინც პროთეზი ჩავაცვათ და ამით იაროს. უბრალოდ მინდა დავინახო ჩემი შვილი ფეხზე დამდგარი ყავარჯნებით, სხვა რამეზე აღარც ვოცნებობ.
ქრისტინე მამუკაშვილი | ნამდვილი ამბავი
“- სახლთან იდგა და ელოდებოდა სკოლის ტრანსპორტს, რა დროსაც დაარტყა მანქანამ. იქვე დაკარგა ფეხი.”
როგორ გაუმკლავდა 8 წლის ბავშვი მანქანის დარტყმით მიღებულ ტრავმებს – დათი ქოქრაშვილისა და მისი ოჯახის ნამდვილი ამბავი.
Posted by Formula • ფორმულა on ოთხშაბათი, 31 მაისი, 2023
სულ მაგას ვთხოვ და ვეუბნები, დედიკო მე და შენ ყავარჯნებით უნდა ვიცეკვო-თქო, მინდა მოვანდომო და მოტივაცია ავუმაღლო“, – ამბობს დათის დედა.