LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი – “ჩემს შეურაცხყოფას ყველას ვაპატიებ, მაგრამ ჩემი შვილისას არავის, სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ, შეცდით? ბოდიში მოიხადეთ ან დაგვიმტკიცეთ, რომ ეს რუსული კანონია”

307
9087-41

“ყველას ვაპატიებ და შევუნდობ, მე რა შეურაცხყოფაც მომაყენეს, მაგრამ ჩემი შვილის შეურაცხყოფისა და დაზიანებისთვის, რომ მამა მოღალატე ჰყავს, საფლავში ჩაგყვებით ყველას და სიმართლეს ბოლომდე მივიყვანთ, სანამ ბოდიშს არ მოიხდით ამაზე” – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, პროპაგანდა, რომელიც კანონის რუსულად შერაცხვასა და დეპუტატების მოღალატეებად შერაცხვას ემსახურებოდა, ლიბერალური ფაშიზმის შედეგია.

„შეცდნენ? გამობრძანდნენ და ბოდიში მოიხადონ, ან არადა, დაგვიმტკიცონ, რომ ეს რუსული კანონია. დაგინებაც მოჰყვება ბოლოს, როგორც ვიცი ხოლმე, რადგან სხვა ენა არ ესმით – ან დაამტკიცონ, რომ ეს რუსული კანონია, ან ვხედავთ რუსულ საქმეს ვინც აკეთებს. რუსული საქმეა აქ რომ რევოლუციას მოაწყობდნენ და რუსეთი ეგრევე შემოვიდოდა.

1937 წელს დახვრეტილი მწერლების ფოტოებით მოვიდნენ და მანიპულირებდნენ ეს „საზოგადო მოღვაწეები“, შემდეგ ჩვენი გვარების გასაჯაროება დაიწყეს და მოღალატეებად შეგვრაცხეს. იმ დახვრეტილი ადამიანების შვილების მაშინდელი ყოფა ერთი ერთში ჯდება ჩვენი შვილებისა და იმ ადამიანების ყოფასთან, ვისაც უკვე გამოგვიტანეს განაჩენი, რომ მოღალატეები ვართ. ეს სწორედ ლიბერალური ფაშიზმია. არასოდეს მომხდარა საქართველოში ასეთი ამბავი, რომ მამას შვილი დაეყენებინოს ფარად – 15-17 წლის ბავშვები დაიყენეს ფარად. მე ვიცი, რომ მამა უნდა ეფარებოდეს შვილს, ის უნდა წავიდეს წინ და 15-17 წლის ბავშვები რომ გადაიფარეს, ეგ არის მათი ვაჟკაცობა?“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.