LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ თათარიშვილი იმ პოლიციელების წინააღმდეგ ჩივილს აპირებს, რომლებმაც, მისი მტკიცებით, ნარკოტიკი ჩაუდეს

91

პრეზიდენტის სიძის მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი, იმ პოლიციელებისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს, რომლებმაც  მას, მისივე მტკიცებით,  18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს.

ამის შესახებ განცხადება თათარიშვილის  ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ,  ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც სასამართლომ თათარიშვილის გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადა.

”ეს უნდა იყოს პრეცედენტი იმისთვის, რომ არც ერთმა პოლიციელმა მომავალში არ გაბედოს, უდანაშაულო ადამიანს ჩაუდოს ნარკოტიკი ან იარაღი. ეს იქნება მაგალითი პროკურორებისთვის, მათ განახორციელონ საპროკურორო ზედამხედველობა და არ ენდონ იმ პოლიციელებს, რომლებიც შემჩნეულები არიან უკანონო ქმედებებში”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები