LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძემ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლებს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 100 წლის იუბილე მიულოცა

405
მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლებს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 100 წლის იუბილე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოში სამედიცინო დარგის განვითარებაში, ვახტანგ ბოჭორიშვილის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფექციური დაავადებების მართვის კუთხით, ქვეყანაში არსებული მიღწევები, აკადემიკოსის ღვაწლსა და სახელს უკავშირდება.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ვახტანგ ბოჭორიშვილის 100 წლის იუბილე, სამედიცინო საზოგადოებისა და ზოგადად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღია.

„დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანთ, ქვეყანაში, პაციენტების უფლებებისა და ინტერესების დაცვის საკითხებს“, – განახადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და პარლამენტის ჯანმრთელობისა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე.