LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში ცენტრ “ემპათიის” ექსპერტები შევიდნენ

134
სამხედრო-ჰოსპიტალი-780x405

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, ფსიქიატრი მარიამ ჯიშკარიანი და ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი შევიდა.

„ცენტრი „ემპათია“ უკვე დიდი ხანია ჩართულია სამედიცინო შემოწმებაში, მიმდინარეობს ექსპერტიზა და გაცემულია უკვე ორი დასკვნა. ეს მულტიდისციპლინურ ჯგუფში ჩართულია სხვადასხვა სპეციალობის 8 ექიმი. ექსპერტიზა ნიშნავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას და ასევე უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და ასევე დოკუმენტაციის მონიტორინგს“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან კლინიკაში შესვლის წინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები