უკრაინელი დეპუტატი დმიტრი გოლუბევი ოდესის გუბერნატორს გამოძალვასა და რეკეტში ადანაშაულებს.
„სააკაშვილი ოდესაში რეკეტით არის დაკავებული. მსხვილი ბიზნესმენები და კომპანიები იღებენ მისი მრჩეველისგან წერილს, მაგალითადმ წინადადებით, გამონახონ საშუალება და საქველმოქმედო დახმარებისთვის გამოყონ 2.5 მლნ გრივნა (104 ათასი აშშ დოლარი). ბიზნესმენები თანხას მართლაც რიცხავენ,“ – განაცხადა გოლუბევმა.
მისი თქმით, თითქმის ყველა ოდესელი მსხვილი ბიზნესმენი სააკაშვილს თანხას ურიცხავს.
„მაქვს მასალები, რომელიც ჩემს სიტყვებს ადასტურებს და ამ მასალებს აუცილებლად გავასაჯაროებ,“ – ამბობს დეპუტატი.