LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხეილ სააკაშვილის წერილი ჩემთვის არის მორალური დეგრადაციის ნიმუში” – აკაკი ბობოხიძე

280
BeFunky-collage - 2023-09-06T223934.890

მიხეილ სააკაშვილის წერილი ჩემთვის არის მორალური დეგრადაციის ნიმუში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ მიხეილ სააკაშვილის წერილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმაც, ძალიან კარგად იცის, რომ ხაბეიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც რამე პლიუსის მომტანი იქნება.

„მის პარტიაში თუ ვინმეს უნდა პოლიტიკური მომავალი გადაირჩინოს, ბელადთან კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს. ამისთვის სჭირდება მას „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ერთობა. დღეს დავა რაზე მიდის, არ ამბობს რომელი ჯგუფია მართალი, რომელი ჯგუფის მხარეზეა სიმართლე. მისთვის მთავარია, ნებისმიერმა ჯგუფმა აღიაროს, რომ ის არის უპირობო ლიდერი.

ამას ამბობენ კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები. გიგი უგულავამ, უკვე „ნაცმოძრაობის“ წევრმა, თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური თავმჯდომარე არის მიხეილ სააკაშვილი და არავითარი ხაბეიშვილი.

იმიტომ, რომ ყველამ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმაც, ძალიან კარგად იცის, რომ ხაბეიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც რამე პლიუსის მომტანი იქნება. ამიტომ, მისი ეს დამოკიდებულება, ბელადომანიის ხელშეწყობა კვლავ, ისევ იგივეს გაგრძელებაა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

„ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი“ – მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს – 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

„ვაი, ჩვენი ბრალი, ოპოზიციამ ისე წაიყვანეთ საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის თოჯინის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა გვჭირდება“ – თაკო ჩარკვიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები