LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორები ნიკა გვარამიას აცილებას ითხოვდნენ – მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

69
ჯარჯი წიკლაური

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორები მისი ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას აცილებას მოითხოვენ. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლო პროცესზე გააჟღერა, თუმცა მოსამართლემ მას შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა.

როგორც წიკლაურმა პროცესზე განაცხადა, აცილების შუამდგომლობა ემყარება შემდეგ საფუძველს: პროკურორის თქმით, ხსენებულ საქმეზე, რომელიც ეხებოდა 7 ნოემბრის მოვლენებს, ნიკა გვარამია პროკურორის სტატუსით იყო ჩართული.

„ჩართული იყო იმაში, რომ კოტრდაზვერვის წარმომადგენლები გაიგზავნა ტელეკომპანია „იმედში“. 7 ნოემბრის ღამეს, როცა დარბევა ხდებოდა, გვარამია და იმჟამინდელი გენპროკურორის მოადგილე ლაცაბიძეც იმყოფებოდნენ „მოდულში“, საიდანაც ნიკა გვარამიამ და პროკურატურის ხელმძღვანელებმა გასცეს მითითება და გამომძიებლები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედში“ შევიდნენ და გამოაძევეს ჟურნალისტები“, – განაცხადა წიკლაურმა.

აქ, არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო – რა ხდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე

აღნიშნულთან დაკავშირებით, გვარამიამ განაცხადა, რომ პროკურორი “აზრზე არ იყო, რას ლაპარაკობდა“. „აზრზე არ ხარ, რას ლაპარაკობ, ყოფილი პროკურორი შენ ხარ“, – განაცხადა გვარამიამ.

გვარამია: კარგია, რომ ივანიშვილი ამას უყურებს – ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურორმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას ამ საქმეში ჩართვა დაუშვებელია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად ექსპრეზიდენტიც ესწრება.