LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 3 იანვრისთვის გადაიდო

87

კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 3 იანვრისთვის გადადო

სასამართლო პროცესის დაწყებამდე, მიხეილ სააკაშვილმა მედიისთვის განცხადება გააკეთა. სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია ის ჩაკეტოს ან მოკლას, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ის დანებებას არ აპირებს.

საქმის გადადების შესახებ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერმა კიდევ ერთხილ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა 3 იანვარს განგებ ჩანიშნეს სასამართლო პროცესი, რა დროსაც ხალხი ახალ წელს აღნიშნავს და სადღესასწაულო დღეებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები