LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს კიდევ ერთი ადვოკატი, კახა წერეთელი დაიცავს

239
კახა წერეთელი

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს კიდევ ერთი ადვოკატი, კახა წერეთელი დაიცავს. როგორც წერეთელმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, საქმეში ოჯახის თხოვნით ჩაერთო.

მისივე ინფორმაციით, სააკაშვილი თავს გრძნობს იმაზე მხნედ, ვიდრე გავრცელებული ინფორმაციით წარმოედგინა.

„მიხეილ სააკაშვილის ოჯახის თხოვნით ჩავერთე საქმეში როგორც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. საუბარი გვქონდა პირად საკითხებზე, რომელიც საზოგადოებისთვის საჯარო ვერ გახდება, ამიტომ საჯარო კომენტარს ვერ გავაკეთებ. მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს იმაზე მხნედ, ვიდრე წარმოედგინა იმ ინფორმაციის ფონზე, რასაც ვისმენდი,“ – განაცხადა კახა წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები