LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით “ნაციონალური მოძრაობა” დღეს აქციას გამართავს

62
მიშა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში დღეს აქცია გაიმართება.

“ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო – ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ” – აცხადებს ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.

„მთავარი მიზეზი შეკრების რა არის – ჩვენი, ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო – ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს“, – განაცხადა მელიამ 9 ოქტომბერს.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი არ უერთდება.