LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

69
1

ბათუმში, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

აქციის მონაწილეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მიხეილ სააკაშვილის პლაკატებით მივიდნენ.

აქტივისტების განცხადებით, სააკაშვილი სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება.

როგორც ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა განაცხადა, ქვეყანა ოლიგარქის კლანჭებისგან უნდა გათავისუფლდეს:

“მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, ჩვენც გვიყვარს სამშობლო და რისთვისაც ისჯება მიშა, იგივე დანაშაულში ჩვენც დამნაშავეები ვართ. გვინდა ქვეყნის განვითარება, რისთვის სჯიან ქვეყნის მესამე პრეზიდენტს? ქვეყანა ოლიგარქის კლანჭებისგან უნდა გათავისუფლდეს,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მორიგი აქცია ხვალ ზუგდიდში დააანონსა.

ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები