LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის დაკავება ხახვივით არავის შერჩება: ლევან ხაბეიშვილი

49
ლევან ხაბეიშვილი

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე, თბილისსა და სხვა ქალაქებში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური აქციები გაიმართება, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობა“ საზოგადოებას აუცილებლად შეატყობინებს.

“ჩვენმა მოქალაქეებმა, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა.” – აცხადებს ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ჰპირდება, რომ სააკაშვილის დაკავება “ხახვივით არავის შერჩება”.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით მესამე პრეზიდენტმა ეს კონკრეტული ნაბიჯი იმისათვის, გადადგა რომ ჩვენს ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება.

“და რატომ? იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილს უჭირდა ან პირველადი მოხმარების პრობლემები ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს მოქალაქეებს უჭირთ,”

ხაბეიშვილი წერს რომ საქართველოსთვის  სააკაშვილმა გაწირა საკუთარი თავი და ჯანმრთელობა.

“რთულია სამართლიანობაზე ისაუბრო ისეთ ქვეყანაში, სადაც თენგიზ კიტოვანი რუსთაველზე თავისუფლად გადაადგილდება და ამასობაში მესამე პრეზიდენტი ჰყავთ გამომწყვდეული, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შექმნა თანამედროვე სახელმწიფო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები