ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ მორიგი ფეისბუქმიმართვა გაავრცელა.
სააკაშვილი წერს, რომ წინ პოსტსაარჩევნო რევოლუციაა.
მისივე თქმით, ეს რევოლუცია საარჩევნო რევოლუციის შედეგებს გააფორმებს:
“30-ში საქართველოში საარჩევნო რევოლუცია მოხდა – ხალხმა საარჩევნო ყუთებთან ავტორიტარიზმი დაამარცხა.
ახლა წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს, რომელიც საარჩევნო რევოლუციის შედეგებს გააფორმებს!” – წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქში”.