საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ „2008 წლის 10 აგვისტოს, როდესაც რუსული ჯარები უახლოვდებოდნენ თბილისს, სწორედ ამ დროს სარკოზიმ მოსკოვიდან დოკუმენტი ჩამოიტანა, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი მომავალში, საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად უნდა განსაზღვრულიყო“.
„სარკოზი მაფრთხილებდა, რომ თუ ხელს არ მოვაწერდი, მე მომკლავდნენ. რა თქმა უნდა, მე უარი ვთქვი.
ამის შემდეგ, რუსეთმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, რასაც არ ჰქონდა ლეგალური საფუძველი და იყო შეცდომა. ეს მოცემულობა კი ჩვენი მხრიდან ტერიტორიების დაბრუნების საწინდარია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
2008 წლის 10 აგვისტოს, რუსული ჯარები უახლოვდებოდნენ თბილისს. სწორედ ამ დროს სარკოზიმ მოსკოვიდან დოკუმენტი ჩამოიტანა,…
Posted by Mikheil Saakashvili on Saturday, 26 August 2023