მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა. “ახალ ძალთა მოძრაობის”ლიდერი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, თუმცა, როგორც განაცხადა, კანონის შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება მაინც გადაწყვიტა.
უწყების ინფორმაციით, სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით უნდა დაკითხონ.