LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: ეუთო-ს მინისტერიალში სერგეი ლავროვის მონაწილეობა საბოლოოდ ანგრევს შეუმდგარ ორგანიზაციას

243
Untitled design (4)

ეუთო-ს მინისტერიალს, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც იღებდა მონაწილეობას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „სერგეი ლავროვის მინისტერიალში მონაწილეობა საბოლოოდ ანგრევს შეუმდგარ ორგანიზაციას“.

„ის, რაც სააკაშვილს ვაშინგტონმა ასწავლა, მან მორჩილად შეასრულა“ – სერგეი ლავროვი

მისივე განცხადებით, „სისტემა აშკარად მოშლილია და ახლა უკვე თითქმის ყველამ დაინახა ეს“.

ილია დარჩიაშვილი: ეუთო-ს მინისტერიალზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები მოვისმინეთ

ილია დარჩიაშვილი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის კიდევ ერთი აქტია

„ლავროვმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მინისტერიალში სკოპიეში. მგონი, ეს უკვე საბოლოოდ ანგრევს, ამ პრინციპში შეუმდგარ ორგანიზაციას. ამას ვამბობ გულისტკივილით, ვინაიდან 1992 წლის თებერვალში, მე და ზაზა გოგსაძე პირველად შევხვდით დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ეუთო-ს ხელმძღვანელობას და ჩავიტანეთ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მოთხოვნა.

ცხინვალში რუსების მხარდაჭერით დაგომისის ხელშეკრულების ფარგლებში, ეუთო-ს მისია შეიყვანეს, რომელიც თავიდანვე რუსეთის ჯაშუშებით იყო სავსე. 2008 წლის წინ მათ გაწმენდას იქიდან ცდილობდა მისიის ხელმძღვანელი ფინელი ელჩი ტერი ჰაკალა. თუმცა, ამ ჯაშუშებს, განსაკუთრებით ერთ ბრიტანელს, ცენტრალური ოფისიდან მფარველობდნენ.

ომის დროს ეუთო-მ სრულიად პასიური როლი დაიკავა და შემდგომში ცხინვალის ოფისის თანამშრომლები საქართველოს ადანაშაულებდნენ და რომ არა ჰაკალას მყარი პოზიცია, აუცილებლად დიდი პროპაგანდისტული ზიანი მოგვადგებოდა.

ასევე 2018 წელის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს მოხსენება იყო სამარცხვინო და აშკარად, ეტყობოდა ოლიგარქთან გარიგების კვალი.

მოკლედ, სისტემა აშკარად მოშლილია და ახლა უკვე თითქმის ყველამ დაინახა ეს. ამ მხრივ, ლავროვის გასეირნება მინისტერიალზე, პირიქით, სასარგებლო იყო“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები