„ეს ტრაგედია ვითარდება იმ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი იყო. დღეს ჩვენ კოვიდის სიკვდილიანობით ვართ პირველები,“ – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენ ვიყავით ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა და მისი პრეზიდენტობის დროს, ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა.
„ეს არ არის ტრაგედია? ამას როგორც უნდა ვუყუროთ ყველამ წყნარად, როგორც მოცემულობას. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც დღეს, ხანდახან ერთი ელჩი წამოარტყამს თავში და ხანდახან – მეორე, ეს იყო ქვეყანა, სადაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ამერიკის სამი პრეზიდენტი ჩამოვიდა და რამდენიმე ვიცე-პრემიერი.“ – განაცხადა სააკაშვილმა.