„მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის წარსული და ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, თუ რა განაცხადა მან,“ – ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ უკრაინის გენპროკურატურამ საქართველოში მისი ექსტრადირებისთვის დოკუმენტების შეგროვება დაიწყო.
მინისტრის თქმით, სააკაშვილი მისთვის „თემა არ არის“.
„მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის თემა არ არის. ის არის ჩვენი ქვეყნის წარსული. ჩვენ ვართ მომავალზე, განვითარებაზე ორიენტირებული მთავრობა. არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რა განაცხადა მან,“ – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოქლის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში მისი ექსტრადირებისთვის დოკუმენტების შეგროვება დაიწყო.