ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით კმაყოფილია. ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილის ორიენტირი მეორე ტურია და ფიქრობს, რომ ამ დიდი გამარჯვების შუა გზაში დატოვება, არაფრით შეიძლება.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებული სიმტკიცე და ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, იმისთვის, რომ მან თავისი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს.
მისი თქმით, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
„სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც ვუთხარი. განსაკუთრებით თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი. ესმის, რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და არაჩვეულებრივად იცის გაყალბების, შანტაჟისა და მოსყიდვის ფონზე , როგორი მისაღწევია ასეთი შედეგის გაფორმება. თორემ, იცის, რომ გაცილებით დიდი და მაღალი პროცენტია მთლიანად ოპოზციის მაჩვენებელი. მე მას ვკითხე, რამდენად სწორად მიაჩნია მეორე ტურში მონაწილეობის მიღება და ვკითხე არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ინტერესი დამეკმაყოფილებინა,იმიტომ რომ არსებობს ეს კითხვები- როდესაც ის საპატიმროშია, როგორ წარმოუდგენიათ მის მხარდამჭერებს მეორე ტურში მონაწილეობა. ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება არის გაუმართლებელი, ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს და განსაკუთრებული სიმტკიცე,ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას,იმისთვის, რომ მან ეს თავისი მონაპოვარი ბოლო გამარჯვებამდე მიიყვანოს“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს არ გაკვირვებია პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება.
“იცით, რომ მათ მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ.ის დარწმუნებული იყო მის ასეთ პოზიციაში.მიიღო, როგორც მოცემულობა და ასევე,დამაბარა ის, რაც დამაბარა,თუ რა, მოგვიანებით გავავრცელებთ წერილს”, – აცხადებს ხერხეულიძე.
რაც შეეხება სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის გზებს, როგორც ხერხეულიძე განმარტავს, ნაწილობრივ ამაზე ისაუბრეს.
„რაღაც ნაწილი ამაზე ვისაუბრეთ,მაგრამ მე თავს უფლებას არ მივცემდი და არ ვიკადრებდი იმას მეკითხა ის ნიუანსები,რა გზა გამოიარა.ვიცი, რომ ძალიან რთული გზა გამოიარა, მაგრამ იმ რეალობასთან კავშირი არ აქვს, რა ინფორმაციასაც თქვენ ფლობთ და ეს კარგია.კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ამ ხელისუფლებას სახე არ აქვს და არ აქვს არანაირი ინსტიქტი მართოს ქვეყანა, თუნდაც ამ ფაქტორების გათვალისწინებით,იმიტომ, რომ ვერტიკალი მთლიანად ჩამოშლილია და ვერაფერს აკონტროლებენ. ბევრი იცინა იმაზე, რომ ხელისუფლების განცხადებით, ის თურმე დღე ნახევარი იმყოფებოდა საქართველოში”, – აცხადებს ხერხეულიძე.
რაც შეხება სააკაშვილთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას, რომ მან საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა,როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა ამასთან მიმართებით სააკაშვილი არაფერს ამბობს.
„ის ამბობს ერთადერთ რამეს, რომ სწორი ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ თავგანწირვის აქტი მომხდარიყო მისივე სამშობლოში მისი მხრიდან. ეს მოახერხა”, – განაცხადა ხერხეულიძემ და აღნიშნა, რომ სააკაშვილი საერთოდ არ დარდობს იმაზე, დაემატება თუ არა კიდევ მის ბრალდებებს, ბრალდება.
ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილმა იცის, რა ბრძოლაშიცაა შემოსული.
“ისეთი მხნეა,როგორსაც ვიცნობ მიშას,როგორიც გავიცანი და როგორსაც ვიცნობდი მთელი ბრძოლის მანძილზე.მას იოლი ცხოვრება არ ჰქონია,გადასარევად იცის, რა ელოდება წინ. თუმცა,მისი ორიენტირი არის მეორე ტური. ის ფიქრობს, რომ ამ დიდი გამარჯვების შუა გზაში დატოვება არაფრით შეიძლება და მეორე ტურის გამარჯვება აუცილებლად მიაჩნია.ყველას მოუწოდებს ასმაგ ძალისხმევასა და გაერთიანებას. არანაირი სასამართლო არ იქნება, მიშა სააკაშვილზე გელაპარაკებით.ვერავინ გაასამართლებს მიშა სააკაშვილს,იმიტომ, რომ ობიექტური მიზეზი ამის არ არსებობს, არის პოლიტიკური ნება და ის, რომ კაცმა ჩამოაკითხა საქართველოში და აიძულა ამ ხალხს, რომ დაეჭირა,ეს უკვე მოხდა. დანარჩენს ესენი ვერასდროს შეძლებენ.თქვა, რომ პოლიციას მასთან არანაირი უხეში დამოკიდებულება არ ჰქონია, ძალიან კარგად იქცეოდნენ.ადმინისტრაციული თანამშრომლების მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება,იმიტომ, რომ უხეშობა არ გამოუვლენიათ. სააკაშვილმა თქვა, რომ ყველამ,ვინც კი შევიდა მასთან ასაყვანად, სელფი სათითაოდ გადაიღო,პოლიციელებმა. ეს ინდიკაციაა მთავარი იმისა, როგორი ჩამოშლილები არიან”, – აცხადებს ხერხეულიძე.