საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
„ეს არის ევროკავშირის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენლობა, რომელიც მსჯელობს პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებზე. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა ძალიან წარმატებით და ყველა სახელმწიფო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს, შესაბამისად გადაწყვეტილება მალე უნდა მიიღონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამ განხილვების პროცესში გადაიდგა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.