კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე არ აკონკრეტებს, სად გააგრძელებს საქმიანობას. პირველი არხის ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძემ საქმიანობა შესაძლოა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ გააგრძელოს. კითხვაზე, დაიკავებს თუ არა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, გიორგაძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა.
„მოგვიანებით მოგახსენებთ,“ – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
მიხეილ გიორგაძე პარლამენტში მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად იმყოფება.