LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ დაუშვილი: „ნაცები“ და „ქოცები“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმპიჩმენტთან დაკავშირებით.. გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს!

129
BeFunky-collage

„ნაცები“ და „ქოცები“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, რომ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას – გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

„როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად“ – ირაკლი კობახიძე

როგორც გიორგი გახარიას პარტიის წევრმა აღნიშნა, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ საჯარო განცხადებისა, რომ არ გეგმავენ იმპიჩმენტზე სხდომათა დარბაზში შესვლას, ისინი მაინც აპირებენ ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

„ბატონო ბიძინა, ჩვენ ამ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით!“ – თინა ბოკუჩავა

„ადამიანებით ვაჭრობის საქმით მხოლოდ ივანიშვილია დაკავებული. მას არც ერთი ადამიანის ბედი არ აღელვებს - არც პრეზიდენტის და არც რიგითი მოქალაქის.“

„მინდა განცხადება გავაკეთო “ოცნების” და “ნაცების” პარტია “საქართველოსთვის” წინააღმდეგ დაწყებული, ერთობლივად დაგეგმილ ტყუილსა და ჭორზე დაფუძნებული პროპაგანდის შესახებ. “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, ეს ორი ერთმანეთზე უარესი წარსულის პარტია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის და “ნაცები” და “ქოცები” ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, რომ შეიქმნან შესაძლებლობა პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას. ჩვენ გვინდა ვუთხრათ მათ ორივეს, გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს!

ცდილობენ ისე დაგვანახონ, თითქოს არაფერ შუაში არიან, არ შედიან სხდომაზე და იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ აპირებენ, რეალურად, როგორც ჩანს, იქ სხვა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფარულად. თუკი ვინმე “ოცნების” მხარდამჭერი შეიძლება გახდეს ამ საქმეში, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და ცდილობენ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას, ჩვენზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, თითქოს ვაპირებთ “ოცნებას” დავეხმაროთ იმპიჩმენტში, ასეთი შანსიც კი არ არსებობს, რომ ვინმემ ხმა მისცეს ჩვენი მხრიდან იმპიჩმენტს“. – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ვიდეო: „რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება“ – სალომე ზურაბიშვილი მის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები