LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჩხენკელმა UNICEF-ის წარმომადგენელთან სასკოლო კვების საკითხი განიხილა: კვების რაციონში გათვალისწინებული იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქტები

43
ჩხენკელი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კვების საკითხი განიხილა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების დეტალებზე ისაუბრეს და მისი განხორციელების, მართვისა და ლოჯისტიკის საკითხებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ კვების რაციონში, რომელიც სპეციალისტების მიერ არის შედგენილი, გათვალისწინებული იქნება კონკრეტული რეგიონის სოფლის მეურნეობის პროდუქტები.

მათივე ცნობით, მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამაზე სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის მუშაობის დეტალური შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი თათია უგულავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები