LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჩხენკელი აიცრა – მინისტრი განათლების სისტემის წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს

50
ჩხენეკლი

მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და ასევე, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

“ეს არის პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება”

განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და აიცრან, ვინაიდან პანდემიის დამარცხება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.

“გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების, ბავშვების ჯანმრთელობას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.