მიხეილ ცაგარელის კვირის (15-21 ოქტომბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
ვერძი – წინა კვირასთან შედარებით, ბევრად სტაბილური, ჰარმონიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს შრომისუნარიანობა, შეძლებთ კომუნიკაბელურობის, შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის, ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების გამოვლენას, რაც დაგეხმარებათ იდეების განხორციელებასა და სასურველი შედეგის მიღწევაში. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ წამოწყებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე უნდა იყოთ, გამოიჩინოთ ინიციატივა და იტვირთოთ გარკვეული პასუხისმგებლობა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ წარმატების მოპოვებას.
კურო – პოზიტიური, წინა კვირისგან განსხვავებით ბევრად სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, წარმატებით დაძლევთ ძველ პრობლემებს, შეძლებთ განვითარებას, შემოქმედებითი პოტენციალის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ურთიერთგაგების ფონზე კი, არ გაგიჭირდებათ ახალი კავშირების დამყარება და ძველი კონტაქტების გაუმჯობესება. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების, ცოდნის შესაძენად და უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კავშირების დასამყარებლად.
ტყუპები – სასიკეთო, მეტად ნაყოფიერი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგოამარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, გონებამახვილობის და ჩვეული კომუნიკაბელურობის გამოვლენას. წარმატებით განახორციელებთ ყველა ჩანაფიქრს და სწორედ იმ შედეგს მიიღებთ, რასაც ელოდით. კარგი პერიოდია როგორც კოლექტიური მუშაობისთვის, ისე ინდივიდუალური საქმიანობისთვის, ბიზნესის გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარებისთვის, ძველი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და ახალი რომანტიკული თავგადასავლების დასაწყებად.
კირჩხიბი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად მშვიდი, სასიკეთო კვირაა. გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა, სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც. სწრფად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან და არ გაგიჭირდებათ მეგობრების, საქმიანი პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვება, რაც თავის მხრივ გააქტიურებასა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, იდეების განხორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ლომი – სასიკეთო, მეტად იღბლიანი კვირაა, რადგან თეთრი მთვარე სელენა სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოსავლენას და დასახული გეგმების წარმატებით შესრულებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ცოდნის და ახალი ინფორმაციის შესაძენად, კონტაქტების დასამყარებლად, ბიზნესის გასაფართოვებლად და პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
ქალწული – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ენდეთ მხოლოდ საკუთარ ინტიუციას და ნუ მოუსმენთ სხვათა რჩევებს, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ გონივრულად მოქმედებას და სასურველი შედეგის მიღწევას. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ფინანსების მიმართ, თუ ფულის დაბანდებას ან მსხვილი ხარჯის გაწევას გეგმავთ, კარგად დაფიქრდით და მხოლოდ შემდეგ იმოქმედეთ, რათა არ შეიქმნათ ზედმეტი პრობლემები. კარგი პერიოდია ძველი უსიამოვნებების მოსაწესრიგებლად, გარშემომყოფებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ახალი საქმიანი კავშირების დასამყარებლად.
სასწორი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირაც სასიკეთო და მეტად ნაყოფიერი იქნება. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს შრომისუნარიანობა, შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, შინაგანი შარმი კი, საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მოხიბვლაში, მათი ნდობის მოპოვებასა და ძველი უსიამოვნებების მოგვარებაში დაგეხმარებათ. იმოქმედეთ პრაგმატულად და თანმიმდევრულად, ნუ მოგერიდებათ გააქტიურება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მორიელი – მართალია, წინა კვირასთან შედარებით სიტუაცია მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდება, მაგრამ კვირა მანიც საკმაოდ რთული იქნება. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და სარისკო მოქმედებებში ჩაბმა, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები ისევ გააქტიურობენ და არც თქვენს წინააღმდეგ ჭორებს, ინტრიგებს მოერიდებიან. თავი შეიკავეთ კამათისგან, უმჯობესია დათმოთ, ვიდრე უმნიშვნელო უსიამოვნება სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიტანოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, იმოქმედეთ თავშეკავებით და ეცადეთ, მაქსიმალურად მშვიდად გაიაროთ რთული პერიოდი, შემდეგი კვირა კი, ბევრად უკეთესი იქნება.
მშვილდოსანი – სტაბილური და მეტად ჰარმონიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს შრომისუნარიანობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და გონებამახვილობის, შემოქმედებითი ნიჭისა და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. არაა გამორიცხული მოულოდნელად მიიღოთ შემოსავალი ან გააფორმოთ მეტად სარფიანი გარიგება, შეიძინოთ ახალი, გავლენიანი ნაცნობები და ურთიერთობა გააუმჯობესოთ ძველ საქმიან პარტნიორებთან.
თხის რქა – გასულ კვირასთან შედარებით, ბევრად უკეთესი კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ძველი იდეების განხორციელებას და ახალი გეგმების დასახვას. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების შესაძენად და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად, ახლობლებთან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
მერწყული – მართალია შავი მთვარე – მაცდუნებელი ძალა სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, მაგრამ გასულ კვირასთან შედარებით, ეს კვირა მაინც ბევრად სტაბილური იქნება. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას. არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება და დამატებითი შემოსავალი. თუმცა, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფების მიმართ, რადგან გააქტიურებული ფარული მტრები და მოშურნეები არ მოერიდებიან თქვენთის ზიანის მოყენებას. მართალია, საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდია ბიზნესის გასაფართოვებლად, პროფესიული წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის, მაგრამ თუ გრძნობთ, რომ არ ხართ მზად ცვლილებებისთვის უმჯობესია თავი შეიკავოთ მოქმედებისგან.
თევზები – სასიკეთო ცვლილებების კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა, თქვენს მხარეს იქნება იღბალიც. შეძლებთ გააქტიურებას, იდეების განხორციელებას და ძველი პროექტების დასრულებას,უსიამოვნებების მოგვარებას, მეგობრებთან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია ინდივიდუალური შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ბიზნესის გასაფართოვებლად და მატერიალური სტაბილურობის მოსაპოვებლად.
გეომაგნიტური დღეები – 16, 17 და 18 ოქტომბერი.