LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

132

მიხეილ ცაგარელის კვირის (29 ოქტომბერი – 4 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, მოგეცემათ პირად და საქმიან ცხოვრებაში  ცვლილებების განხორციელების შანსი, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსის და ჯანმრთელობის ფონზე მაინც არ ღირს ზედმეტად გააქტიურება და გადატვირთვა, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება. შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და სიფრთხილე გამოიჩინეთ სარისკო მოქმედებებისას. არაა გამორიცხული მოგიწიოთ ვალების გასტუმრება და ძველი დაპირებების შესრულება, ახლობლების დახმარება და მათი პრობლემების მოგვარება. იმოქმედეთ თამამდ, თუმცა ფრთხილად და არა საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე. კარგი პერიოდია ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით იდეების განსახორციელებლად და საჭირო კონტაქტების დასამყარებლად. შეასრულეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ კვირაში, რადგან მომდევნო კვირა ბევრად რთული იქნება.

კურო – დინამიური, საკმაოდ მრავალფეროვანი კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მთავარია, სწორად დასახოთ მიზანი, მთელი  ყურადღება შესასრულებელ სამუშაოზე გადაიტანოთ და იმოქმედოთ აქტიურად, რადგან სწორედ ასე შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამსახურში პოზიციების გამყარებას, სხვა შემთხვევაში კი, ფუჭად დახარჯავთ დროს, ენერგიას და შედეგიც ნაკლებად სახარბიელო იქნება.

ტყუპები – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე გაგიჭირდებათ ორგანიზატურული ნიჭის და ლიდერის თვისებების გამოვლენა, ენერგიის დეფიციტს კი, სწორედ მაშინ იგრძნობთ, როცა აუცილებელი გახდება გააქტიურება, მაგრამ  კოსმოსის პოზიტიური გავლენის წყალობით მაინც შეძლებთ პროფესიულ წინსვლას და კარიერულ განვითარებას, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ახალი და მეტად სასარგებლო კონტაქტების დამყარებას. უმჯობესია ამ კვირაში უარი თქვათ ინდივიდუალურ საქმიანობაზე და იმოქმედოთ კოლექტიურად, რადგან სწორედ კოლეგები დაგეხმარებიან ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენასა და ახალი იდეების განხორციელებაში.

კირჩხიბი – რადგან მზე წყლის სტიქიის მონათესავე ზოდიაქოს ნიშანში – მორიელშია, კვირა თქვენთვისაც იღბლიანი იქნება. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენას და იდეების განხორციელებას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და საინტერესო ნაცნობების შესაძენად. არაა გამორიცხული  საკუთარი პროექტებით გავლენიანი ადამიანები დააინტერესოთ, მოიპოვოთ ხელმძღვანელთა კეთილგანწყობა და სწორედ მათი დახმარებით გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

ლომი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რაც ხელს შეგიშლით საღი აზრისა და და ლოგიკური აზროვნების შენარჩუნებაში. ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, იმოქმედეთ პრინციპით „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ და აუცილებლად გაითვალისწინეთ ახლობლების რჩვა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ  იმ საბედისწერო შეცდომებისგან თავის დაღწევას, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. ნაკლებად სახარბიელო კვირაა სარისკო მოქმედებებისა და ახალი გეგმების დასასახად, ამიტომ მაქსიმალურად შეამცირეთ ყველა აქტივობა, გადადით ცხოვრების მშვიდ რიტმზე და მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას.

ქალწული – პოზიტიური და დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას. კარგი პერიოდია ძველი იდეების განსახრციელებლად, ახალი პროექტების შესამუშავებლად და ბიზნესის გასაფართოვებლად, მეგობრებთან, სასიყვარულო პარტნიორთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. მართალია, სასიკეთო იქნება ხანმოკლე მივლინება, მაგრამ არ ღირს საზღვარგარეთ ხანგრძლივ მოგზაურობაში გაგმგზავრება, ნაკლებად პერსპექტიულია კვირა ბინის ან საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელადაც.

სასწორი – მეტად ნაყოფიერი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინტელექტისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, რაც დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის მარტივად დაძლევაში, იდეების რეალიზაციასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, გავლენის სფეროების გაფართოვებასა და ავტორიტეტის გაძლიერებაში. მართალია, კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების დასამყარებლად, სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ძველი სიყვარულის დასაბრუნებლად, მაგრამ არ ღირს ახალი რომანტიკულ თავგადასავლებში ჩაბმა, რადგან ერთი შეხედვით იღბლიანი რომანი მომავალში აუცილებლად სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდება.

მორიელი – ზოდიაქოს ნიშნებს შორის სწორედ თქვენ გაგიმართლებთა ამ კვირაში ყველაზე მეტად, რადგან მზე უკვე გადავიდა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შრომისუნარიანობის, შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის, საუკეთესო ორგანიზატორული მონაცემების და ლიდერის თვისებების გამოვლენას, სოციალური პოზიციის ამაღლებას და აღიარების მოპოვებას. კარგი პერიოდია პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის, ბიზნესის გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ოჯახის წევრებთან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, თუმცა, არ ღირს ქორწინება, რადგან აუცილებლად კრახით დასრულდება.

მშვილდოსანი – ზოდიაქოს ნიშნებს შორის ამ კვირაში ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ თქვენ შეგექმნებათ, რადგან საკმაოდ რთული პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და იგრძნობთ ენერგიის დეფიციტს. არაა გამორიცხული მოულოდნელად შეცვლილმა გარემოებებმა საკუთარი გეგმების გადახედვა გაიძულოთ, რაც თავის მხრივ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან უსიამოვნების მიზეზი გახდება. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, რათა თავი დააღწიოთ უსარგებლო კონფლიქტს და დაპირისპირებას. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, გადაერთოთ მშვიდი ცხოვრების რიტმზე და შეზღუდეთ ყველა აქტივობა, მით უფრო, რომ დასრულდა განვითარების წლიური ციკლი და კარგი იქნება თუ ყურადღებით გაანალიზებთ შედეგებს, ობიექტურად შეაფასებთ და გაითვალისწინებთ ყველა მარცხსა და წარმატებას. ნაყოფიერი პერიოდია შემოქმედებითი მუშაობისთვის, თუმცა უმჯობესია იმოქმედოთ დამოუკიდებლად და მოერიდოთ კოლექტიურ საქმიანობას.

თხის რქა – მეტად პოზიტიური კვირაა კოლეგებთან აქტიური თანამშრომლობისთვის, ერთობლივი გადაწყვეტილებების მისაღებად და მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად, მით უფრო, რომ არც ძველ ოპონენტებთან გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება და კომპრომისის მიღწევა. სასიკეთო პერიოდია კონფლიქტების მოსაგვარებლად და  სარფიანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ახალი სამსახურის დასაწყებად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, იმოქმედოთ ფრთხილად და თანამიმვდევვრულად, არ დააჩქაროთ მოვლენები ხელოვნურად და გაითვალისწინოთ კომპეტენტური ადამიანების რჩევა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.

მერწყული – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, სამსახურში სერიოზული პრობლემების მოგვარება, საკუთარი პოზიციების და ავტორიტეტის დაცვა მოგიწევთ, მაგრამ თანამოაზრეთა მხარდაჭერით მაინც შეძლებთ სირთულეების დაძლევას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად და სარფიანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, თუმცა არ ღირს გადატვირთვა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის და არასტაბილური ჯანმრთელობის ფონზე,დაღლილობა პირველ რიგში ნერვულ სისტემაზე აისახება ნეგატიურად.

თევზები – სასიკეთო, მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ ორგანიზატორული ნიჭის და ლიდერის თვისებების, კომუნიკაბელურობის და გონებამახვილობის გამოვლენას, ინტუიცია კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ოპონენტებთან უთანხმოების მოსაგვარებლად, თუმცა გახსოვდეთ, მოჭარბებული ემოციები, რომელთაც ადამიანებთან ურთიერთობაში გამოიყენებთ თქვენს სასარგებლოდ, ნეგატიურად აისახება მუშაობაზე, რადგან ილუზიებით გატაცებულს ძალიან გაგიჭირდებათ საღად და ლოგიკურად აზროვნება. მოიკრიბეთ ყურადღება და  კონცენტრირება მხოლოდ ყველაზე საინტერესო პროექტებზე გააკეთეთ, რადგან სწორედ ასე შეძლებთ კარიერულ განვითარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სარფიანი წინადადებების მიღებას და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებას.

 

გეომაგნიტური დღეები – 31 ოქტომბერი, 2 და 3 ნოემბერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები