LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

mikheil-cagareli

მიხეილ ცაგარელის კვირის (31 დეკემბერი – 6 იანვარი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – რა თქმა უნდა, კარგია გართობა და დროსტარება, თუმცა არ ღირს საქმეების დავიწყება, რადგან უამრავი სასიკეთო შანსი მოგეცემათ კარიერული წინსვლისა და განვითარებითვის. იღბლიანი კვირაა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად და ახალი პროექტების დასაწყებად, საჭირო კონტაქტების დასამყარებლად და იდეების განსახორციელებლად, მით უფრო, რომ გაძლირებული ენერგოტონუსის ფონზე თავისუფლად შეძლებთ შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. მთავარია, გააქტიურდეთ და ზედმეტად არ მოიქანცოთ დღესასწაულების აღნიშვნით.

კურო – გაძლიერებული ენერგოტონისის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, მეტი ოპტიმიზმით შეხედავთ მომავალს და ენთუზიაზმით შეუდგებით მუშაობას. სასიკეთო კვირაა საინტერესო ნაცნობების შესაძენად და საჭირო კონტაქტების დასამყარებლად, იმიჯის ან ბინის ინტერიერის შესაცვლელად, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ენერგიის ტრანსფორმაციას და დაგეხმარებათ  ახალი იდეების ჩამოყალიბებასა და ზოგადად სამყაროს ახლებურად დანახვაში.

ტყუპები – მართალია, მზის, სატურნისა და პლუტონის გაერთიანება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში ნეგატიურად აისახება თქვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას, მაგრამ წარმატებული იქნებ კვირა ძველი საქმეების დასასრულებლად და ახალი პროექტების დასაწყებად, მით უფრო, რომ არ გაგიჭირდებათ გონებამახვილობის გამოვლენა და საკუთარი იუმორით გარშემომყოფთა მოხიბვლა. პოზიტიური პერიოდია ახალი კონტაქტების დასამყარებლად, საჭირო ინფორმაციის მისაღებად და გონივრულად გამოსაყენებლად. მთავარია აკონტროლოთ ემოციები და არ აჰყვეთ ცდუნებას, რათა არ შეიქმნათ უსიამოვნებები.

კირჩხიბი – დღესასწაულების აღნიშვნის შემდეგ, დროა დაუბრუნდებთ საქმეებს, რადგან მეტად წარმატებული კვირაა ძველი საქმეების დასასრულებლად და ახალი პროექტების დასაწყებათ, მით უფრო, რომ გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და ნებისმიერი პრობლემის უმტკივნეულოდ დაძლევას. სასიკეთო პერიოდია მეგობრებთან უთანხმოების მოსაგვარებლად და ახლობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობეებლად. მთავარია, ზედმეტად არ გაგიტაცოთ გართობამ და დროულად დაუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს.

ლომი – კოსმოსი ერთის მხრივ, თქვენს პირად ურთიერთობებს მოუწყობს გამოცდას, მეორეს მხრივ კი, საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებას გაიძულებთ. მართალია, სადღესასწაულოდ იქნებით განწყობილი, მაგრამ მაინც უამრავი საქმის გაკეთება მოგიწევთ, რადგან სწორედ შრომისუნარიანობა განსაზღვრავს თქვენს რეპუტაციასა და შემოსავლებს.

ქალწული – სხვების მსგავსად თქვენც დროულად უნდა დაუბრუნდეთ საქმეებს, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, ერთი-ორად გაძლიერდება თქვენი შრომისუნარიანობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, რაც დაგეხმარებთ შემოქმედებითი იდეებისა და საინტერესო პროექტების წარმატებით განხორციელებაში. არ გაუშვათ ხელიდან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი.

სასწორი – სასიკეთო კვირაა საშინაო საქმეების მოსაწესრიგებლად, ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად და ბინის ინტერიერის შესაცვლელად. კარგი პერიოდია ხანმოკლე მოგზაურობისთვის, მეგობრებთან უთანხმოების დასაძლევად და საქმიან პარტნიორებთან საერთო ენის მოსაძიებლად, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად, ძველი პროექტების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მორიელი – საახალწლო დღესასწაულების შემდეგ მოგიწევთ სწრაფად დაუბრუნდეთ საქმიან ცხოვრებას, გადადების გარეშე გამართოთ შეხვედრები და მოლაპარაკებები, არაა გამორიცხული გაიჩინოთ ახალი და გავლენიანი ნაცნობები, რომლებიც იდეების განხორციელებაში, ფინანსური სტაბილურობის მოპოვებაში დაგეხმარებიან და რადიკალურად შეცვლიან თქვენს ცხოვრებას.

მშვილდოსანი – სადღესასწაულო ეიფორიის შემდეგ აუცილებლად დროულად უნდა დაუბრუნდეთ ძველ პროექტებს, რადგან სწორედ ახლაა გაქვთ ცხოვრების პირობების გაუმჯობესების საუკეთესო შანსი. კარგი კვირაა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის, შემოქმედებითი ნიჭისა და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, ფინანსური პრობლემების დასაძლევად და მატერიალური მდგომარეობის გსაუმჯობესებლად.

თხის რქა – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირაც იღბლიანი და მეტად წარმატებულია. საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის, ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას. მოგეცემათ მეტად საინტერესო და პერსპექტიული პროექტების განხრციელების შანსი, მართალია მოგიწევთ დაფიქრება და ყველაფრის გათვლა, მაგრამ არ ღირს დიდხანს ორჭოფობა, რათა თქვენი სიფრთხილითა და გაუბედაბით არ ისარგებლონ კონკურენტებმა.

მერწყული – საკმაოდ რთული კვირაა. ეცადეთ მეტი დაისვენოთ, გაერთოთ და იმხიარულოთ, რადგან დასისტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით, ადვილად გაღიზიანდებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. ეცადეთ მაქსიმალურად ფრთხილად გაიაროთ რთული პერიოდი არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას, რათა არ დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემომყოფებთან, რადგან ნებისმიერი უმნიშვნელო წვრილმანი აუცილებლად სერიოზული დაპირისპირების მიზეზი გახდება.

თევზები – მზის ჰარმონიული ურთიერთობა სატურნსა და ნეპტუნთან პოზიტიურად აისახება თქვენს ურთიერთობაზე მეგობრესა და კოლეგბთან. არაა გამორიცხული მოიძიოთ მეტად გავლენიანი მფარველები, რომლებიც სრულად გაიზიარებენ თქვენს იდეებს და უაცილებლად დაგეხმარებიან დიდი ხნის ოცნებები განხორციელებაში. კარგი პერიოდია შემოქმედებითი მუშაობისა და ახალი პროექტების დასაწყებად. მთავარია, ზედმეტად არ გაერთოთ დღესასწაულების აღნიშვნით, დროულად დაუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს და ენთუზიაზმით, ოპტიმიზმით შეუდგეთ საქმიანობას.

 

გეომაგნიტური დღეები – 3, 5 და 6 იანვარი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები