LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1301
მიხეილ ცაგარელი

მზის ერთი თვით თხის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, დისციპლინას, ორგანიზებულობას და კონსერვატიზმს, პასუხისმგებლობას და პრაგმატულობას, შრომისუნარიანობას და მაქსიმალიზმს, მეორეს მხრივ, სიჯიუტეს, სიხისტესა და ზედმეტ პირდაპირობას გააძლიერებს.

ზამთრის მზებუდობის საკრალური დღეა ანუ გაიხსნება კოსმიური პორტალი და დაიწყება კოსმიური განვითარების ახალი ციკლი. ჩაიფიქრეთ სურვილები, ილოცეთ საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის.

პარტნიორული ურთიერთობა – პოზიტიური დღეა შერიგებისა და ურთიერთობის აღდგენისთვის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი და ტერაკოტისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, ოპალი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები